თსუ-ში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ-ის ვიცე რექტორმა, ერეკლე ასტახიშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქართული ენის ისტორიაზე და გაიხსენა 1978 წლის მოვლენები, რომლის მონაწილეც თავად იყო.
კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ თსუ პროფესორები, მეცნიერები და სტუდენტები.
ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდოები გადაეცათ ლელა წიწუაშვილს და გია გუგუშვილს - ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის, ხოლო აბრაამ საპირს - ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ისრაელში.
კონფერენციის სესიები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს თემებს, რომლებიც ქართული ენის ისტორიასა და განვითარებას ეხება.